ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკით ექსპლუატაცია

ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკის დაყენება/შეცვლა

ბატარეების ლითიუმ-იონურ აკუმულატორის ბლოკით შესაცვლელად (9) მოხსენით ბატარეების განყოფილების თავსახური (12) და გამოიღეთ ბატარეები.

ჩასვით ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკი (9) ისე, რომ ფიქსატორი ჩაწკაპუნდეს (10).

ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკის ამოსაღებად (9), დააჭირეთ ფიქსატორს (10) და გამიოღეთ ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკი საზომი ინსტრუმენტიდან.

ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკის დამუხტვა

მითითება: გადაზიდვის საერთაშორისო წესების შესაბამისად ლითიუმ-იონური აკუმულატორები მოდის ნახევრად დამუხტული. სრული სიმძლავრის უზრუნველყოფის მიზნით დამუხტეთ აკუმულატორი სრულად პირველი გამოყენების წინ.

თუ ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკი იწყებს განმუხტვას, ლაზერული ხაზები ნელ-ნელა ციმციმებენ 1 წუთის განმავლობაში.
როდესაც ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკი სრულად განმუხტულია, ლაზერული სხივები სწრაფად ციმციმებენ 10 წამის განმავლობაში, შემდეგ საზომი ინსტრუმენტი გამოირთობა.

გახსენით USB Type-C® ბუდის თავსახური (8). ჩართეთ USB ბუდე USB კაბელის მეშვეობით (15) კვების ბლოკის USB კვეთილით. ჩართეთ კვების ბლოკი ქსელში.

მუხტის ინდიკატორის ფერი (7)

მნიშვნელობა

ყვითელი

ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკი იმუხტება.

მწვანე შუქი

ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკი სრულად დამუხტულია.

წითელი შუქი

დასამუხტი ძაბვის ან დასამუხტი დენის შეუსაბამობა.

დამუხტვის დასრულების შემდეგ გამორთეთ USB კაბელი (15). დახურეთ ბუდის თავსახური USB Type-C® (8) მტვრის და შხეფებისგან დასაცავად.