ექსპლუატაციაში ჩაშვება
მტვერი, მაგალითად მინერალური, სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. მტვერთან შეხებამ და სასუნთქ გზებში მისმა მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ოპერატორის ან მასთან ახლოს მყოფი პერსონალის ალერგიული რეაქციები და/ან სასუნთქი გზების დაავადებები.
აზბესტის შემცველი მასალის დამუშავება დაავალეთ მხოლოდ სპეციალისტებს.
- კარგად გაანიავეთ სამუშაო ადგილი.
- რეკომენდებულია რესპირატორული ნიღაბის გამოყენება P2 კლასის ფილტრით.
დაიცავით თქვენს ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები დასამუშავებელი მასალებისთვის.
ბრუნების რიცხვის რეგულირება ამომრთველის მეშვეობით
ჩართული ელექტროხელსაწყოს ბრუნების რიცხვი შეგიძლიათ თანაბრად დაარეგულიროთ, ამისათვის ამომრთველზე ზეწოლის გაზრდით (6).
ამომრთველზე სუსტი დაჭერისას (6) ელექტროხელსაწყო მუშაობს ბრუნების დაბალი რიცხვით. ზეწოლის ძალის გაზრდით ბრუნების რიცხვი იზრდება.
ბრუნების რიცხვის რეგულირება რეგულატორის მეშვეობით
ბრუნების საჭირო რიცხვი ასევე შეგიძლიათ წინასწარ დააყენოთ რეგულატორით (4) (მუშაობის დროსაც კი).
ბრუნების საჭირო რიცხვი დამოკიდებულია მოსარევ მასალაზე და მუშაობის პირობებზე.
სწრაფი გამორთვის ფუნქცია (KickBack Control) უზრუნველყოფს ელექტროხელსაწყოს უკეთესს კონტროლს და ამრიგად აუმჯობესებს მომხმარებლის დაცვას სხვა ელექტროხელსაწყოებთან შედარებით KickBack Control-ის გარეშე. ელექტროხელსაწყოს ღერძის გარშემო მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ბრუნვის დროს ელექტროხელსაწყო გამოირთობა.
სწრაფუ გამორთვის ფუნქციის ამოქმედებას თან ახლავს KickBack Control (1) ფუნქციის წითელი LED ციმციმი ელექტროხელსაწყოზე.
განმეორებითი ჩართვისთვის აუშვით ამომრთველი და ისევ დააჭირეთ მას.
- Kickback Control გაუმართავი ფუნქციის შემთხვევაში, ელექტროხელსაწყო არ ირთვება. ელექტროხელსაწყოს შეკეთება ნებადართულია მხოლოდ კვალიფიციური პერსონალის მიერ და მხოლოდ ორიგინალური სათადარიგო ნაწილების გამოყენებით.