მორევისას მუშაობის მითითებები

სათქვეფი კალათის არჩევა

სათქვეფი კალათის არჩევა დამოკიდებულია ასარევ მასალაზე.

დაბალი სიბლანტით მასალისთვის როგორიცაა მაგ.: ემულსიის საღებავები, ლაქი, წებო, შემასქელებელი მასტიკა, ცემენტის ლამი, გამოიყენეთ მარცხენა სპირალით სათქვეფი კალათა. მარცხენა სპირალით სათქვეფ კალათაში მასალა ქვევიდან ზევით ირევა. სათქვეფი კალათა ზევით იწევს. დაბალი სიბლანტით მასალის მორევა ხდება ფაქტიურად შხეფების გარეშე.

მაღალი სიბლანტით მასალისთვის როგორიცაა მაგ.: მზა ბათქაში, ბეტონი, ცემენტი, ესტრიხ-თაბაშირი, საფითხნი მასა, ებოქსიდი, გამოიყენეთ სათქვეფი კალათა მარჯვენა სპირალით. მარჯვენა სპირალით სათქვეფ კალათას მასალა ზევიდან ქვევით ეშვება. სათქვეფი კალათა იჭრება მასალაში. მასალა მაღალი სიბლანტით ოპტიმალურად ერევა.

მუშაობის დროს ამოძრავეთ ელექტროხელსაწყო ზევით-ქვევით. გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ სათქვეფი კალათა.