ექსპლუატაციაში ჩაშვება
- დაიცავით საზომი ხელსაწყო ტენიანობისა და მზის პირდაპირი სხივებისგან.
- დაიცავით საზომი ხელსაწყო ექსტრემალური ტემპერატურებისა და ტემპერატურის ვარდნის ზემოქმედებებისკან. არ დატოვოთ იგი, მაგალითად, დიდი ხნით მანქანის სალონში. ტემპერატურის მნიშვნელოვანი რყევის შემთხვევაში, ჯერ აცალეთ საზომ ხელსაწყოს გაგრილება/გათბობა და მუშაობის გაგრძელებამდე ყოველთვის შეასრულეთ სიზუსტის შემოწმება იხ. საზომი ხელსაწყოს სიზუსტის შემოწმება.
ექსტრემალურმა ტემპერატურებმა და ტემპერატურის ვარდნამ შეიძლება უარყოფითდ იმოქმედოს საზომი ხელსაწყოს სიზუსტეზე.
- მოერიდეთ საზომი ხელსაწყოს ვარდნას და ძლიერ დარტყმებს. ელექტროხელსაწყოზე ძლიერი ზემოქმედების შემდეგ, რეკომენდებულია მისი სიზუსტის შემოწმება, სანამ გააგრძელებთ მასთან მუშაობას იხ. საზომი ხელსაწყოს სიზუსტის შემოწმება.
- ტრანსპორტირებისას, გამორთეთ საზომი ხელსაწყო. გამორთვისას ხდება ქანქარა მექანიზმის დაბლოკვა, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში მკვეთრი მოძრაობებისას შესაძლოა დაზიანდეს.
ჩართვა/გამორთვა
ნებისმიერი სამუშაოს წინ მოატრიალეთ საზომი ინსტრუმენტი მაგნიტურ მბრუნავ სამაგრზე (3) ისე, რომ ლაზერული სხივის გამოსავალი ხვრელი (1) ღია იყოს.
საზომი ინსტრუმენტის ჩასართავად, გადაწიეთ ამომრთველი (2) პოზიციაზე „ON“. საზომი ინსტრუმენტი ჩართვისთანავე ასხივებს ლაზერული სხივის ხვრელიდან (1) ორ ლაზერულ ხაზს.
- არ მიმართოთ ლაზერის სხივი ადამიანებზე ან ცხოველებზე და მოერიდეთ პირდაპირ ვიზუალურ კონტაქტს ლაზერის სხივთან, მაშინაც კი, თუ დიდ მანძილზე იმყოფებით.
საზომი ხელსაწყოს გამოსართავად, გადაწიეთ ამომრთველი (2) პოზიციაში OFF. გამორთვისას ხდება ქანქარა მექანიზმის დაბლოკვა.
საზომი ინსტრუმენტის გამორთვის და ტრანსპორტირებისას დაელოდეთ საზომი ინსტრუმენტის მბრუნავ სამაგრზე დაფიქსირებას (3).
- არ დატოვოთ ჩართული საზომი ხელსაწყო უყურადღებოდ და გამორთეთ საზომი ხელსაწყო გამოყენების შემდეგ. ლაზერის სხივმა შეიძლება დააბრმავოს სხვა ადამიანები.
GLL 12‑22 G: მაქსიმალურად დასაშვები სამუშაო ტემპერატურის გადამეტებისას 40 °C ლაზერული დიოდი გამოირთობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. როდესაც საზომი ინსტრუმენტი გაგრილდება, ის ისევ მზადაა სამუშაოდ და შეგიძლიათ მისი ჩართვა.